|
2021-09-27 16:36:59, 754 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს - გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს
„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს. პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN „ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება - მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი. ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღნიშნული ინიციატივით ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი, მხარდაჭერას უცხადებს დეველოპერებს და აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირველი პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკზე მოდის. ამჟამად ბანკი 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)