|
2021-09-27 15:35:31, 2249 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კალაძემ მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში ისეთი პრობლემები მოგვარდა, რომლის გადაწყვეტის იმედი მოსახლეობას აღარ ჰქონდა. „უამრავი პრობლემა იყო, ათი ათასობით ადამიანს ეგონა, რომ ეს პრობლემები არასდროს მოგვარდებოდა, თუმცა შევძელით მათი გადაჭრა. მათ შორისაა წლობით დაუკანონებელი ქონება. ასე მიიჩნევდნენ, მაგალითად, „ცენტრ პოინტის" პრობლემას. „სვეტის", „ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებს ეგონათ რომ დარჩნენ საკუთრების გარეშე, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ მშენებლობების გაგრძელება. ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების, რადგან ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მათ. ამ ყველაფერში კი თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მხარი დაგვიჭირონ, რათა ქალაქში განხორციელდეს ბევრი საინტერესო პროექტი და ხვალინდელი თბილისი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს", - განაცხადა კახა კალაძემ. ამომრჩეველს მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, თბილისში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დარჩა ბოლო კვირა და მაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ მხარს დაგვიჭერთ. თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. ბატონი კახა კალაძე ამბობდა, რომ ოთხი წლიდან ორი წელი მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვებრძოდით უხილავ მტერს და რომ არა ეს, უფრო მეტი გაკეთდებოდაო. თუმცა ჩემი აზრით, ამის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თბილისის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიერ. დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ამომრჩეველთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)