|
2021-09-27 15:03:55, 837 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას
სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch;S&P;Moody's) შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული ეს შედეგი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი და მოლოდინები გაუუარესდა. „ძირითადი ფაქტორი, რის გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები. შეფასებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე, გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები. სულ ახლახან, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა 7,7%-მდე, რაც პრაქტიკულად იყო საბაზისო სცენარი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, 7 თვის შეფასებებით ეკონომიკური ზრდა აღემატება 12%-ს. პოზიტიურ სცენარში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს წარდგენილი და ყოველდღიური მონაცემები მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარეობს სწორედ პოზიტიური სცენარის მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)