|
2021-09-26 12:13:52, 1219 ნახვა
მსოფლიო
მერკელის თაობა არჩევნებზე პირველად მიდის
26 სექტემბერს, გერმანიაში კანცლერის არჩევნები ჩატარდება. ეს იქნება ასევე თამადებობაზე ყოფნის დღე ანგელა მერკელისთვის. მისი წასვლით, დასრულდება ერა, არა მარტო გერმანიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. 67 წლის ანგელა მერკელი ქვეყნის პირველი და ამ დრომდე უკანასკნელი ქალი კანცლერია. ის გერმანიას 2005 წლიდან მართავს და ძალაუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით ქვეყნის ისტორიაში მესამეა. მასზე დიდხანს გერმანიას მართავნდნენ ოტო ფონ ბისმარკი მე-19 საუკუნეში და ჰელმუტ კოლი მე-20 საუკუნეში. მერკელის მმართველობის დროს ქვეყანაში გაიზარდა ახალგაზრდების მთელი თაობა, რომლებიც არ იცნობდნენ მთავრობის სათავეში სხვა პირს. მათ შორის - ემილ ვენზელი, მოზარდი, რომელიც ცხოვრობს დიუსელდორფში და წელს დაამთავრა სკოლა. იგი 14 წლის ასაკში იგი შეუერთდა ქრისტიან -დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას (Junge Union). ახალგაზრდისთვის ანგელა მერკელი განასახიერებს საიმედოობას: ”მე ვფიქრობ, რომ ანგელა მერკელი მხარს უჭერს უწყვეტობას და სტაბილურობას. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მერკელი იყო კრიზისის კანცლერი, რომელსაც მიყოლებით რამდენიმე კრიზისის დაძლევა მოუწია" - ამბობს ახალგაზრდა. ემილ ვენზელი ეკუთვნის 3 მილიონ ახალგაზრდა ამომრჩეველს, რომლებიც ხმას პირველად მისცემენ. სოციოლოგი ერიკ ფლიუჯი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველი ძირითადად ცვლილების მომხრეა: ბოლო გამოკითხვების თანახმად, მერკელის პარტიის პოპულარობა 18 -დან 29 წლამდე ახალგაზრდებში შესამჩნევად დაბალია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)