22:20 - 06 Oct, 2026
|
2021-09-24 20:33:00, 1324 ნახვა
მსოფლიო
„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო
„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფოს სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ხუთმა პარტიამ შეძლო, შესაბამისად ქვედა პალატაში აღნიშნული პოლიტიკური პარტიები შევლენ. სახელმწიფო სათათბიროს 450 მანდატის საერთო განაწილება შემდეგნაირად ხდება: „ერთიანმა რუსეთმა“ 324 ადგილი მიიღო, „კომუნისტურმა პარტიამ“ 57 ადგილი მოიპოვა, ,,სამართლიანმა რუსეთმა“ - 27 , ,,ლიბერალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ" - 21 ადგილი მიიღო, ხოლო „ახალმა ადამიანებმა“ - 13. რუსეთში არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ხუთი წლის ვადით, შერეული სისტემით ირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 კი - ერთმანდატიან ოლქებში.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)