04:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 19:31:40, 572 ნახვა

საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზის შესახებ

ვარიკოზული დაავადება ფეხების შეშუპებას, სიმძიმეს  და წვის შეგრძნებას იწვევს და ადამიანებს ძირითადად დიდხანს დგომისა და ჯდომის შემდეგ აწუხებთ. ვარიკოზი არის ვენების პათოლოგიური გაგანიერება, რომელიც გამოწვეულია ვენური კედლების დათხელებით, სარქველების ფუნქციის მოშლით და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებით. ამ დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მისი წარმოქმნა ხშირად მემკვიდრეობას უკავშირდება და მშობლიდან შვილზე გადადის. თუმცა შესაძლებელია, ეს დიდხანს ფეხზე დგომით, ჯდომით და ჭარბი წონით  იყოს გამოწვეული. არის შემთხვევები, როდესაც  ვარიკოზის წარმოქმნა ორსულობასა და ჰორმონული პრეპარატების მიღებასაც უკავშირდება ან პროფესიული საქმიანობით არის განპირობებული.  ვარიკოზს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ.ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული პერიოდი არ არსებობს,  ეს პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის დიაგნოზზე და იმაზე, თუ რომელ სტადიაში მოხდა პრობლემის  გამოვლენა. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია ,მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია.

ახალი ხედვისვარიკოზის მოვლის საშუალებები

ვისაც ვარიკოზი აწუხებს, ხშირად იყენებენ კომპრესიულ კოლგოტებსა და წინდებს, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ეს პროდუქტი  წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და  კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპრესიული ტრიკოტაჟის  მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია "ახალი ხედვა" სთავაზობს, რომელიც შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.Sigvaris აქვს მოღვაწეობის 150 წლიანი ისტორია და არის გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანია.ის არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვებრენდით და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ქსოვილის,ფერის,დიზაინისა და ზომის კომპრესიულ წინდებს,რაც მაქსიმალურად ერგება ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ სამედიცინო პრობლემას,საჭიროებასა და ინტერესს.სწორედ ამიტომ კომპრესიული თერაპიის პროცესი პაციენტებისთვის ეფექტურთან ერთად,კომფორტული და სასიამოვნოცაა.აღსანიშნავია ერთ-ერთი ქვებრენდის, Cotton-ის კომპრესიული წინდები,რომელთა შიდა შრე დაფარულია ნატურალური ბამბის ქსოვილით,რაც იდეალურია სენსიტიური კანისთვის და კლიმატის მკვეთრი ცვლილებისას ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს. გარდა შვეიცარიული ბრენდისა, სამედიცინო ჯგუფს 14 საფირმო მაღაზიაში Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი. ეს მოვლის საშუალებები ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპანია „ახალი ხედვის“ ვარიკოზის მოვლის საშუალებები, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ასევე  ონლაინ  მეთოდითაც შეუძლია. მათი ფასი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. ვარიკოზის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics