08:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 15:05:07, 2705 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ევროკავშირის ოფისისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აკეთებდა კომენტარს, რა დროსაც ადგილზე მივიდა ნიკა მელია, რომელმაც მიმართა კობახიძეს, მართლა სჯერა თუ არა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომაგენლებმა დაჭრეს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა, მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ხულიგანი, უინტელექტო და ნაძირალა უწოდა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, მხოლოდ არჩევნებს შეეხებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics