|
2021-09-23 14:18:52, 361 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით, ახალ საგრანტო პროექტს იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი საგრანტო პროექტის პრეზენტაციას „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და IRDG პროექტის ეროვნული მენეჯერი ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. საგრანტო პროექტის ფარგლებში, სამი დაცული ტერიტორიისთვის - ლაგოდეხი, ჯავახეთი და ალგეთი, ტყის მართვის გეგმები მომზადდება; დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 7 დაცული ტერიტორია იმართება ტყის მართვის გეგმის შესაბამისად, რაც, დაახლოებით, 90 099.5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ახალი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 ტყის მართვის გეგმის შემუშავება უზრუნველყოფს, დამატებით, 34 000 ჰექტრამდე ტყის მდგრად მართვას. ამავე საგრანტო პროექტით შეიქმნება მობილური აპლიკაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უფრო მეტად კომფორტული მოგზაურობისთვის. აპლიკაცია ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, სოფლად სერვისების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 248 000 დოლარის ფინანსური მხარდაჭერა. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” (IRDG) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP). “ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას. ,,ტყე, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. საერთაშორისო მხარდაჭერით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას საკუთარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია არსებობს’’,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ. ევროკავშირი (EU) და UNDP საქართველოს სოფლის განვითარებას მრავალი წელია აქტიურად უჭერენ მხარს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გზით. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვა.
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)