|
2021-09-22 13:35:09, 405 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქს თბილისის ზღვაზე ახალი თანამედროვე უბანი შეემატება
თბილისის ზღვაზე ახალი უბანი - თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება და, ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი - ვარკეთილის მესამე მასივი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერობის კანდიდატ კახა კალაძის თბილისის მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლების და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა. ასევე, არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება. ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა - ეს არის 72 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და სადაც 400 შენობაა სულ. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც შედგება როგორც ვიზუალური დაგემარების, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისაგან. ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაზლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიები მიერ და მათ ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები. მთლიანი სამშენებლო მოცულობა ტერიტორიის შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო პროქტის ეკონომიკური ბრუნვა კი არის ნახევარი მილიარდი დოლარი. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს, ბოლო პერიოდში, თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა. ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და მონაცვლეობის მიზნით. „ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი. ეს არის 5 მილიონი კვ.მ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის. საერთო ფართობი არის 2 500 000 კვ.მ. ხოლო 600 000 კვ. მ. ფართობზე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. აღნიშნული ტერიტორიების დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად და მათი განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობით. მთავარი კონცეფცია ამ პროექტის გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინასებით მოახდენს. ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, გზაგამყოფები, მწვანე წონები, გარე განათება და სხვა", - განაცხადა ვიცე-მერმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)