|
2021-09-22 12:04:05, 1534 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში წაბლნარი კორომების კვლევა მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარ კორომებში არსებული ვითარების შესწავლის სამუშაობს, ქვეყნის მასშტაბით, 2013 წლიდან უწყვეტად ახორციელებს. წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტის, ირინა მაციახისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, წაბლნარი კორომების კვლევა კახეთის რეგიონში მიმდინარეობს. კვლევები დაგეგმილია თელავის, ახმეტისა და ყვარლის სატყეო უბნებში და მოიცავს წაბლის ქერქის კიბოსა და მისი პოტენციური ჰიპოვირულენტური შტამების ნიმუშების აღებას შემდგომი დამუშვებისათვის. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და ეფექტიანი საშუალებების მოძიების მიმართულებით მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებია. წაბლის (Castanea sativa Mill) მასობრივი ხმობის პრობლემა საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, მრავალი წელია არსებობს. მასობრივი ხმობის შემთხვევები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, ე.წ., „მელნისებრი ავადმყოფობის“ გავრცელების გამო გამოვლინდა. დღეისათვის, ხმობის გამომწვევ მიზეზად წაბლის ქერქის კიბო - Cryphonectria (Endothea) parasitica მიიჩნევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)