|
2015-02-02 18:35:40, 947 ნახვა
სამართალი
ციალა ვაზაგაშვილი: გულზე მომეშვა, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო
"ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო, გულზე მომეშვა, რომ საზოგადოებამ ეს შეიტყო, დანარჩენი სიხარული მე არ გამაჩნია",-ამის შესახებ ზურა ვაზაგაშვილის დედამ ციალა ზაგაშვილმა ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველა დამნაშავე დაკავებული არაა და ეს პროცესი გაგრძელდება. ციალა ვაზაგაშვილს პროკურატურის იმედი აქვს. " რვა წლის უკან იცოდა ჩემმა მეუღლემ ვინ იყვნენ მკვლელები.ახალი დღეს ჩემთვის არაფერი არ გამოცხადებულა. ვიცოდი, ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია და საკონტროლო ვინ ესროლა, ვიცოდი, რომ იყო განზრახ მკვლელობა და ვიცოდი, რომ ზურა საყაჩაღოდ არ მიდოდა. არ იყო ყაჩაღი ჩემი შვილი.რაც გულზე მომეშვა ის არის, რომ საზოგადოებამ შეიტყო, რომ არ იყო მკვლელი, დანარჩენი სიხარული მე არ გამაჩნია იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ამას ვერ მოესწრო, რაზეც წვალობდა ის უკვე მიწაშია.ყველა მკვლელი დაპატიმრებული არაა, მაგალითად, დალაქიშვილი, ხიზანიშვილი, ლომიძე, 10 გამომძიებელი იძიებდა, რომ გააყალბა. რამდენი სახელი და გვარი ჩამოვთვალო. თანდათანობით ალბათ აიყვანენ. მე პროკურატურის იმედი მაქვს",-განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას. ცნობისთვის, პროკურატურამ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა. ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)