06:19 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 13:14:39, 514 ნახვა

საზოგადოება
კახა კუჭავა - არ აქვს მნიშვნელობა ვის უსმენენ, თუ უკანონო მოსმენაა, რეაგირება უნდა მოყვეს

პარლამენტის თავჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უკანონო მოსმენა დარღვევა და დანაშაულია, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის გადასაწყვეტია, კანონიერების ფარგლებში ვის მოუსმენს.

"უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა ხო, თვითონ სიტყვა ამბობს, თუ უკანონო მოსმენებზე ვსაუბრობთ ესეიგი უკვე დარღვევა არის და დანაშაული არის. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონიერების ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება თუ იქნება შემდეგ სხვა ზომები მიღებული პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დაისვას და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა, წარმომადგენლებმა ამ უწყებების უნდა გასცეს პასუხი. ამიტომ ვერ გეტყვით, რადგან არ არის ინფორმაცია, ჯერჯერობით არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განუცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, სულერთია ვის უსმენენ, რადგან ნებისმიერ უკანონო მოსმენას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics