|
2021-09-21 10:24:45, 1057 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის დუმის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა
ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი და სანდო წყაროების თანახმად, არჩევნები სერიოზული დარვევებით ჩატარდა. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი წუხს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეეზღუდა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი და ფორმატი, რის გამოც მისიის ადგილზე განთავსება არ მომხდარა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების წინა პერიოდში რუსეთში გაიზარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა, რის გამოც რუს ამომრჩევლებს შეზღუდული არჩევანი ჰქონდათ. ევროკავშირის შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცე სულ უფრო მცირდება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ნეგატიური მოვლენები. „რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მას ეკისრება გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ბრიუსელში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის სახელმწიფო დუმის, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებასა და მიზნებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)