|
2021-09-17 12:11:45, 1002 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობის მიერ IT ინდუსტრიისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია Making Science-ი შემოვიდა
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. „ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ინტენსიურად უჭერს მხარს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ინდუსტრია, რომლისთვისაც გასულ წელს დამტკიცდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით, უშუალოდ IT ინდუსტრიის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვას ეხება. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)