07:59 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 15:51:02, 487 ნახვა

საზოგადოება
GITA-ს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

Capstone Group-ი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, მისი მიზანია სტარტაპებს განვითარების მეტი პერსპექტივა გააჩნდეთ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და  ფლობდნენ ინფორმაციას მენეჯმენტის ეფექტური მოდელების, საერთაშორისო ფინანსური და იურიდიული სისტემებისა და სტანდარტების შესახებ. შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებს, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე.

Auto Gallery -თან მემორანდუმი ითვალისწინებს, 100 000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შერჩეული ორი სტარტაპის დაფინანსებას 100 000  და 50 000 ლარიანი საინვესტიციო კომერციული წინადადებით, ხოლო Capstone Group-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეშვიდე რაუნდის სამ გამარჯვებულს დააჯილდოებს საკონსულტაციო პაკეტებით. პაკეტი მოიცავს ჯამში დაახლოებით 87 000 ევროს ღირებულების სერვისებს; ასევე GITA-ს ყველა ბენეფიციარისთვის დააწესებს 30%-ფასდაკლებას სერვისებზე, რაც მოიცავს ბიზნეს, იურიდიულ და საგადასახადო კონსულტაციებს და მენტორობას, როგორც Capstone -ის, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა სტარტაპების ინვესტიციების და მენტორობის პროცესში მნიშვნელოვან როლს იძენს ქართული სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Capstone Group -თან თანამშრომლობას სხვა ,,ენჯელ  ინვესტორების“ დაინტერესების კუთხითაც გააგრძელებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics