14:42 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 13:59:07, 810 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

"ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან" შედეგიანი მოლაპარაკებისა და  მათი მენეჯმენტის ასევე წარმატებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში, მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის „ვიზეარის" გადაწყვეტილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ.

ფრენები ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით 28 სექტემბრიდან შესრულდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. 

„პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.    

ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად ეტაპობრივად ზრდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია „ვიზეართან"  კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics