|
2021-09-15 11:55:33, 454 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის მერია არის გარანტორი, რომ დაუმთავრებელი მშენებლობები ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები და მუნიციპალიტეტი ამ დაუმთავრებელი მშენებლობების საქმესაც ბოლომდე მიიყვანს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება. „ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა - „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი. ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი". ამას ვამბობ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების პროცესში, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს. ასევე, კახა კალაძემ აღნიშნა მისი მოადგილის, ილია ელოშვილის განსაკუთრებული როლი ამ საქმეში. „ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ რთულ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებული მადლობა საინიციატივო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩვენთან კომუნიკაციაში იყო. შეიძლება ხანდახან იმედგაცრუებაც იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებდით. განსაკუთრებით მადლობა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს. ის ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ასევე, მადლობა დედაქალაქის საკრებულოს, მის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, კომისიას, რომელიც შექმნილი იყო და პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობდა. რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უწყებებს. რომ არა ერთობლივი თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საჯარო რეესტრს და პარლამენტს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)