|
2021-09-10 17:51:00, 789 ნახვა
ეკონომიკა
UN WTO ტვიტერზე საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე წერს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN WTO) თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა, რომლის თანახმადაც, ღვინის ტურიზმს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაში, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა. მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა მაღალი რანგის მინისტერიალზე, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, აგრეთვე იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული სექტორის მიმართ ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, ჰქონდა შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან, აგრეთვე თავის კოლეგებთან ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)