21:20 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 11:00:04, 738 ნახვა

მსოფლიო
დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან დანიაში „კოვიდ-19“ აღარ ითვლება საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად. მოქალაქეებს მასობრივ ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის საბუთს აღარ მოსთხოვენ.  გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულებაც.

სექტემბრის დასაწყისში დანიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა ღამის კლუბები. თუმცა, კლუბში მისასვლელად საჭირო იყო კოვიდპასპორტის წარდგენა. ამიერიდან კი ღამის კლუბების კარი ყველასთვის ღია იქნება.

გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ მოსთხოვენ. კარანტინში გადასვლა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწევთ.

დანიის ხელისუფლებამ კოვიდშეზღუდვები მას შემდეგ გააუქმა, რაც 12 წელს ზემოთ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ცნობისთვის, დანიაში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics