|
2021-09-07 18:13:30, 630 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ
იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ. აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74 პაციენტმა ისარგებლა.-ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ ცხელ ხაზზე - 1522 უნდა დარეკოს. შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. ,,აჭარაში ბინაზე ვაქცინაცია დაიწყო აგვისტოს თვიდან და აქტიურად ვარ ჩართული სერვისის განხორციელებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ძირითადად სერვისით მოსარგებლეები გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და აუცილებელია მათი ვაქცინაცია. აღნიშნულ სერვისს მობილური ჯგუფები რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ“ - აღნიშნა ექიმმა, ირინა მექვაბიშვილმა. დღეს, ბინაზე ვაქცინაცია 15-მდე მოქალაქეს ჩაუტარდება, მათ შორისა უკვე აიცრა - 80 წლის ნელი ნაჭყეპია. ,,პირველი ვაქცინა გავიკეთე კლინიკაში, შემდეგ ფეხი დავიზიანე და ვინაიდან გადაადგილება არ შემეძლო, გამოვიძახე მობილური ჯგუფი ბინაზე. მოვიდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე დოზა ,,სინოვაკი“-ს ვაქცინით ბინაზე ავიცერი. მჯერა რომ აცრა დაგვიცავს“, განაცხადა ნელი ნაჭყეპიამ. ,,მე პირადად ორჯერადად ვარ აცრილი, ჩემი მეუღლე გახლავთ მწოლიარე, ამიტომ იძულებული ვიყავით გამოგვეძახებინა მობილური ჯგუფი და დღეს ბინაზე ავცერით. მადლობელი ვართ ამ შესაძლებლობისთვის“ - აღნიშნა, ვლადიმერ გოგიამ, 81 წლის ეთერ გოგიას მეუღლემ "აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია- 161 846 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია - 58 477 მოქალაქე."-ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)