|
2021-09-07 14:30:50, 697 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე- სექტემბერსა და ოქტომბერში თუ გვექნება მილიონ-მილიონი აცრა, ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ ეპიდემიას წელში
მე ამას ხშირად ვამბობ, დაახლოებით სექტემბერში თუ გვექნა 900 ათასი -მილიონი აცრა ,ოქტომბერშიც იგივე, ჩვენ ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში ეპიდემიას.-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კვირას დამატებით 400 ათასი "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდა, ანუ შესრულდა ის მილიონ-ნახევრი დოზა, მილიონ-ნახევრიდან დარჩენილია 700 ათასი დოზა. "ვაქცინაცია ჩვენ აგვისტოში 23 ათასი გვქონდა დღის საშუალო მაჩვენებელი, სექტემბერში, პირველი სამი დღე 23 ათასს ვაგრძელებდი , შაბათ- კვრას ეს ოდნავ შემცირდა, გუშინ გვქონდა 24 ათასი, მაგრამ ზოგადად სექტემბერის საშუალო დღეს არის 21-22 ათასის ფარგლებში,რითაც რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვართ. იგივე როცა ჩვენ ვუყურებთ ჯავშნების რაოდენობას სამწუხაროდ პირველ ჯავშანზე თანდათან მცირდება აქტიურობა. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ მედიას რომ მაქსიმუალურად მოუწოდოთ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ . კვირას შემოვიდა დამატებით 400 000 დოზა "ფაიზერის" ,ანუ შესრულდა ის მილიონ- ნახევარი დოზა ,აქედან(მილიონ- ნახევრიდან ) დღეს თავისუფალი გვაქვს 700 ათასი დოზა. დანარჩენი, არის ან უკვე გამოყენებული აცრისთვის ან დაჯავშნული პირველი და მეორე აცრისთთვის. 700 ათასი დოზა,ნიშნავს რომ დამატებითი 350 ათას ადამიანს შეეძლება აცრა, სექტემბერში და ძალიან გვინდა რომ ოქტომბერის პირველ ნახევრამდე ეს როგორმე ავითვისოთ. და შესაბამისად სხვა ვაქცინები რომლიც გავქვს "ასტრაზენეკა", "სინოფრმი" ანუ სულ რომ პესიმისტურად ვიყოთ ძალიან მინდა სექტემბერში 23 ათასი იყოს დღეში, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდა 30 ათასი იყოს დღეში. მე ამას ხშირად ვამბობ, დაახლოებით სექტემბერში თუ გევქნა 900 ათასი- მილიონი აცრა ,ოქტომბერშიც იგივე,ჩვენ ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში ეპიდემიას."-განაცხადა გამყრელიძემ.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)