14:57 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 12:24:05, 491 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გომარეთის, ლისაშვილისა და ვასილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ირაკლი ხელაძე ადგილობრივებს ლისაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაჰპირდა.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში. ვიმყოფებოდით ლოტკინის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოყენებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა არის პრობლემები, რაზეც შევთანხმდით, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხების მოგვარებაში ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics