|
2021-09-01 13:38:06, 788 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება
ხშირად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვახსენებთ ჩვენს ოპონენტებს; სამწუხაროდ, სირცხვილია, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა", ძალა, რომელიც იყო გამორჩეულად მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა, ასობით და ათასობით ადამიანი გაანადგურა, დევნილად აქცია და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ეს ძალა ჯერ კიდევ ძალადობს და ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ ამას, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას. მე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, რომ დაანგრიოს და დაკარგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალურად მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთიანად, ძლიერად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მშვიდად, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)