|
2021-08-31 16:43:27, 845 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს, აღასრულებს თუ არა „ევროკავშირის“ მთავარ სასამართლო კანონებს
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა სამშაბათს უნდა გადაწყვიტოს, აღასრულებს თუ არა „ევროკავშირის“ მთავარ სასამართლო კანონებს.- ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს . გადაწყვეტილების კატალიზატორი იყო „ევროკავშირისა“ და პოლონეთის დავა, სასამართლო სისტემის ცვლილებების გამო. ბრიუსელი აღშფოთებულია პოლონეთის მიერ საერთო სასამართლო კანონების არ აღიარებით, ვარშავა კი ბრიუსელს ადანაშაულებს მის შიდა საქმეებში დაუსაბუთებელ ჩარევაში. ევროპული კანონების უპირატესობა ეროვნულთან შედარებით არის „ევროკავშირში“ ინტეგრაციის მთავარი პრინციპი. პოლონეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრმა მათეუს მორავიცკის გადაწყვეტილებები, ხელს უშლის პოლონეთის ევროპულ მომავალს. ”თუკი პოლონეთი შეწყვეტს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას, ევროკავშირის მთელი სისტემა დაიშლება”, - განუცხადა “Reuters” -ს ევროკავშირის წარმომადგენელმა. პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ „ევროკავშირის“ ხელშეკრულებები ბრიუსელს არ აძლევს უფლებას ჩაერიოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემაში და რომ პოლონეთს უსამართლოდ ექცევიან. ”კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი ჩვენს ქვეყანაში,სხვაგვარად რომ რომ იყოს , ეს იმას ნიშანი იქნება, რომ ჩვენ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“- თქვა მინისტრმა მიხალ ვოიჯიკმა.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)