|
2021-08-31 15:02:42, 771 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა- ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, გრძელდება. წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას
კვლავინდებურად, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,9%-ია, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა 12,2%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. “ ეს იმას ნიშნავს, რომ დაჯამებულად, 7 თვის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12,2%-ით წინა წელთან შედარებით. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის 7 თვესთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავინდებურად, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას. დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებით, ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე, სასტუმროები და რესტორნები - განთავსების და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და ვაჭრობა. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ადგილობრივი ექსპორტი. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია თითქმის 50%-ით. ეს არის დაკავშირებული ერთი მხრივ იმასთან, რომ მომავლის იმედი და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ბიზნესებს“, განაცხადა თურნავამ ამასთან, მინისტრის განმარტებით დღეს გამოქვეყნებული მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოს - Standard & Poor’s- ის გაკეთებული შეფასებით, საქართველოს უცვლელად დარჩა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. „საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოები ასე აფასებენ საქართველოს, რომ არის სტაბილურობა, მიუხედავად პანდემიისა და იმისა, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენა წინააღმდეგობრივია და გარკვეული გამოწვევები დარჩა. ჩვენი კონომიკა, ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა არის საკმაოდ მყარი. ამასთან, Standard & Poor’s-მა გამოაქვეყნა გაზრდილი მოლოდინი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის - 7,5%, რაც ჩვენი აზრით ის მინიმუმია, რასაც მივაღწევთ. თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორნიშნა ზრდაზეც გავიდეთ წლის ბოლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)