17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 12:21:22, 718 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთი აუცრელი მოსახლეობისთვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს

საბერძნეთი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს მიღებული, ახალ რეგულაციებს აწესებს. - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ უკანასკნელ ექვს თვეში კორონავირუსის გადატანის ან აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით სწრაფი ტესტის გაკეთება. 

ის პირებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში სწრაფი ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც. 

აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. 

გარდა ამისა, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკაციას გარეშე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა. 

ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კილილიასის განმარტებით, რეგულაციების არ არის სადამსჯელო ხასიათის და ის აუცრელი მოსახლეობის შევიწროებას არ ისახავს მიზნად, არამედ მთავრობა ცდილობს, წაახალისოს ვაქცინაციის კამპანია და შეზღუდოს ვირუსის გავრცელება.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის 60% აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics