18:03 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 12:52:46, 1075 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ ახალშენის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ ახალშენის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დიასამიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

"დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობას შევხვდი. ინდივიდუალური შეხვედრების დროს მოსახლეობა უფრო პირდაპირი და გულწრფელია, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი სამომავლო გეგმები მათი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით დავგეგმო. მათი ნდობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი ინტერესით ეცნობიან ჩემი გუნდის სამომავლო გეგმებს, რომელიც თითოეული მოქალაქის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრების შექმნას ემსახურება. გამოცხადებულ ნდობასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერობას მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

მათთან ერთად ვიბრძოლებ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისთვის. მჯერა ჩემი ხალხი 2 ოქტომბერს მხარს დაუჭერს ქვეყნის აღმშენებლობას."- განაცხადა ზაზა დიასამიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics