|
2021-08-24 12:09:19, 1012 ნახვა
რეგიონი
კასპში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობის მოთხოვნით დღეს, მეორედ ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი. მოსახლეობის იმუნიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ სოფლის ამბულატორიაში განახორციელა. ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აიცრა. სოფელში საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 137 მოქალაქემ გაიკეთა. დღეის მდგომარეობით მობილური ბრიგადების მიერ მუნიციპალიტეტში 382 მოქლაქეა აცრილი. წინა დღეებთან განსხვავებით მობილობა გაზრდილია და მოსახლეობა აქტიურადაა პროცესში ჩართული. იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი. კასპის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) მედიკოსთა მობილური ჯგუფი ახორციელებს. აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)