|
2021-08-20 17:33:39, 880 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის შემცირებასა და დასაქმების ზრდაზე
„2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. ეს გარემოება, დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
ნათია თურნავას შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალური პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. „ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3 პროცენტიდან 51.4 პროცენტამდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, ეს ცალსახად უკავშირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის უპრეცენდენტოდ მაღალ - 30 პროცენტიანი ზრდას და იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებსაც სახელმწიფო აქტიურად ახორცილებს. მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა მომდევნო თვეებში პოზიტიურად აისახება დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)