16:34 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 01:34:25, 681 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება.

„ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან“, – განაცხადა ბაიდენმა.

"მე ამერიკელი ხალხისთვის მაქვს მიცემული პირობა, რომ ვიქნებოდი ყოველთვის გულწრფელი. სიმართლე კი ისაა, რომ [მოვლენები ავღანეთში] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ. ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, ჩვენ გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ჩვენ მათ მივეცით ყველა ბერკეტი, რომელიც სჭირდებოდათ, ჩვენ ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. რითაც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics