|
2021-08-10 12:21:47, 849 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ოთარ დანელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ის უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიცაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო. უწყების ცნობით, ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მათ შორის, 2014 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016 – 2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ოთარ დანელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის" სპეციალობით, აგრეთვე მინიჭებული აქვს ევროპის მართვის სკოლაში - ESM (საქართველო) – IT MBA - ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში - აღმასრულებელი MMA - ის წოდება (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით). აგრეთვე დამთავრებული აქვს ECA აკადემიაში (აშშ), 2020 ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობა კრიზისულ პერიოდში. ოთარ დანელია არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: ორგანული კანონი „სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ"; კანონი „ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ"; კანონი „საქართველოს აგროტურიზმის შესახებ", აგრეთვე ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში".
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)