00:40 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 16:38:08, 1509 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - „მტკიცე სული“ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია

„სწავლებაში მონაწილე ასეთი ქვეყნების რაოდენობა, მათი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობის მასშტაბი და სწავლების ცალკეული კომპონენტების მრავალფეროვნება მკაფიოდ ადასტურებს როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკას, ისე ცალკეულ ქვეყნებთან წარმატებულ სამხედრო თანამშრომლობას,“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“ -ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა. 

როგორ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

„მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს , დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, კანადის, იტალიის, ლიეტუვასა და საქართველოს სამხედროებს და ვუსურვო საუკეთესო მომავალი სამხედრო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ მინისტრის მიერ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ . 

თავდაცვის მინისტრმა სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნებში ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics