17:52 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 11:11:31, 2188 ნახვა

სამხედრო
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული საველე სწავლება გაიმართა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასეულის დონის სამხედრო წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრ-შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, ასევე უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო.

მათივე ინფორმაცით, სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

,,ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო.

Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილი უკვე დასრულდა, საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დაიხურება“.- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics