11:11 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 13:03:02, 2504 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკაბებს იწყებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 თებერვალს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის გამართვაა დაგეგმილი.

სხდომის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების პროექტი, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.     

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით.  EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება  ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო  ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics