09:44 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:50:48, 1890 ნახვა

ომი უკრაინაში
იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი „სინოფარმით" აიცრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რეინჯერებისა და სერვისის მომწოდებლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით იოსებაშვილი ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი ვაქცინა „სინოფარმით" აიცრნენ.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების რეინჯერებს და ტექნიკურ პერსონალს უშუალო შეხება აქვთ ვიზიტორებთან, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია. მინდა მოვუწოდო როგორც ყველა ჩვენ თანამშრომელს, ისე მთელ საზოგადოებას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ვინაიდან ეს არის საშუალება დროულად დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics