|
2021-07-26 14:05:01, 1100 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა- ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ შევძლოთ, შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შევძლოთ შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე და არ დაარტყას პანდემიამ ეკონომიკაზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის მარტივი, ზაფხულის სეზონზე, მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა, დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლება მყარად არის იმ პოზიციაზე, რომ სრულიად შესაძლებელია პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის შეფერხების გარეშე. „ვხედავთ, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი საწინდარი არის ამა თუ იმ დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება, მითუმეტეს, როდესაც გვაქვს ხელმისაწვდომი სხვადასხვა ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა, ანუ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიცრათ, არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი, არ არსებობს" - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებელ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლების ვაქცინაციის მიმდინარე, აქტიურ პროცესს თავადაც ესწრება ხოლმე. „ჩართულები ვართ საკმაოდ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც დავდივართ და ვესწრებით სხვადასხვა დარგის ვაქცინაციას, იმისთვის, რომ ამის უფრო მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ვიცით, რომ არსებობს მოსახლეობაში სხვადასხვა კითხვები, რაც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და ჯანდაცვის სამინისტრო, ექიმთა კორპუსი ასევე ჩართულია ძალიან აქტიურად ამ ვაქცინის შესახებ სხვადასხვა კითხვებზე პასუხში, სხვადასხვა განმარტებით აქციაში. იმედი გვაქვს, რომ ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, განმარტებითი კამპანიის შედეგად, ჩვენ ვაქცინაციის ტემპებს გავზრდით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)