|
2021-07-22 23:22:04, 1193 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით ენერგეტიკის ბაზრების ლიბერალიზაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ხელმომწერი მხარეები ასევე არიან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალისხმევის გააქტიურებას. ამასთან, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგოსისტემის მდგრადობას კონკურენტული და გამჭირვალე სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულობის, თავისუფალი ვაჭრობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს ექსპერტული კონსულტაციის გაწევას სამართლებრივ, საორგანიზაციო და სტრუქტურულ საკითხებში, ასევე სამინისტროსა და სხვა მხარეების დახმარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნების განხორციელებაში. მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამგვარი ძალისხმევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „პარიზის შეთანხმებით" გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)