|
2021-07-19 18:23:49, 790 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა
შიდა რეისების სიხშირეთა სტიმულირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიასთან შეხვედრისას ნატახტარი - მესტიის შიდა რეისების სიხშირის კვირაში სამიდან ხუთამდე გაზრდის საკითხი დაისვა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გაზარდა შიდა რეისების რაოდენობა მესტიის მიმართულებით და ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება. მისი თქმით, ასევე გაიზარდა სიხშირეთა რაოდენობა ბათუმის მიმართულებითაც. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის კერძო სექტორთან და მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)