17:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 14:13:02, 1027 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არცერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი.

როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრების ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

  • გიორგი კალანდარიშვილი - 82 მომხრე, 8 წინააღმდეგი;
  • გიორგი სანტურიანი - 2 მომხრე 10 წინააღმდეგი.

ცესკოს წევრობის კანდიდატები

  • გია ცაცაშვილი - 80 მომხრე, 9 წინააღმდეგი;
  • ლელა ტალიური - 16 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
  • თამარ სართანია - 16 მომხრე, 27 წინააღმდეგი;
  • მაია ზარიძე - 81 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics