17:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 15:38:17, 860 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები ეწვევიან

საქართველოს მოლდოვისა და ურაკინის პრეზიდენტები, მაია სანდუ და ვლადიმერ ზელენსკი ეწვევიან. აღნიშნული ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, 19 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და სამი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ბათუმის რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულია, რომ ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორთან - საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საქართველოდან ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის სხვა წევრები იქნებიან წარმოდგენილნი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics