|
2021-07-12 16:39:06, 1240 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე და კელი დეგნანი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ანგარიშს დაესწრნენ
ბათუმში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წლის ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. ,,მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი რეგიონისთვის, ამ ქალაქისთვის. პანდემიის მიუხედავად, მთელი 2 წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და კერძო სექტორი განსაკუთრებით ემზადებოდა ტურისტების მიღებისთვის. ჩვენ ერთიანი, კოლექტიური ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ის ნეგატიური ეფექტი და ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა „ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა. ალიანსი ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 29 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ალიანსი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ალიანსი უკვე აქტიურად არის ჩართული და USAID- თან ერთად ტურიზმის ახალ კანონპროექტზე მუშაობს. ტურიზმის კანონი განახლებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია რომ მასში ასახული იყოს ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პასუხობდეს დღეს არსებულ გამოწვევებს. ღონისძიებას ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)