18:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 11:46:06, 498 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არაა საჭირო, ოპოზიციურ ტელევიზიებს სააკაშვილი მართავს

ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, მათი მიზანია, ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რასაც არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწევს მოახლოებულ არჩევნებში წაგება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ოპოზიციური ტელევიზიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და რევანშისტული ძალის დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია - მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია და ამას არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის არჩევნებში მონაწილეობაა. არჩევნებში, კარგად მოგესენებათ, რამდენიმე არჩევნები აგებენ ყველა არჩევნებს, კიდევ ერთხელ მოუწევთ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოიგებთ მოახლოვებულ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics