|
2021-07-10 17:25:26, 975 ნახვა
კომენტარი
გიორგი ამილახვარი - ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ვისაც არა, მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე
„სასამართლო ხელისუფლება დღეს ყველაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ცხადია, ეს საკმარისი არაა და რეფორმები უნდა გაგრძელდეს“ - წერს უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი Facebook-ის გვერდზე. მისი თქმით, სამწუხაროა რომ ოპონენტებს მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა. „ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ხოლო ვისაც არა მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე; სამწუხაროა რომ, ზუსტად იგივე სულისკვეთებით ააგორეს მავანმა პროცესის წინასწარ დამაზიანებელი კამპანია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით. სამწუხაროა რომ ჩვენს ოპონენტებს ასევე მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა“ - წერს გიორგი ამილახვარი. ამილახვარი აქვე სტატისტიკასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 10 ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რვაჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელები და სხვა. „სასამართლო ხელისუფლება დღეს ყველაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა! ცხადია, ეს საკმარისი არაა და რეფორმები უნდა გაგრძელდეს. „ვინც ვერ ხედავს განსხვავებას 2012 წლამდე არსებულ სასამართლოსა და მას შემდეგ ვითარებაზე, როგორც ყოველთვის ჩვენი ოპონენტების მშრალ საბჭოურ პროპაგანდას და ჩირქის მოცხებას მიღწეულ შედეგებზე - დავუპირისპირებთ სუბიექტურობისგან დაცლილ კონკრეტულ ციფრებს; 2012 წლიდან დღემდე 10 ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა; განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება“ 18- ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდება; 5- ჯერ შემცირდა ჯარიმის შეფარდება; 8- ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობები; 8- ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელები; და ეს ყველაფერი არაა! ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ხოლო ვისაც არა მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე; სამწუხაროა რომ, ზუსტად იგივე სულისკვეთებით ააგორეს მავანმა პროცესის წინასწარ დამაზიანებელი კამპანია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით; სამწუხაროა რომ ჩვენს ოპონენტებს ასევე მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა“ - წერს გიორგი ამილახვარი.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)