|
2021-07-09 16:01:26, 627 ნახვა
პოლიტიკა
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. აღნიშნულ საკითხზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანების 11 წარმომადგენლთან შეხვედრა გაიმართა. „რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შევიდა. პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. მათ ცესკო-ს მიმართეს განცხადებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა, რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან რიგითი ნომრის არჩევის პროცედურას აქვს დამატებითი ნიუანსები. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ცესკო-ში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი. ამ შეხვედრას არ დაესწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართეს ცესკო- ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული. რაც შეეხება ცესკო-ს, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ გავუწიოთ დახმარება ყველა ჩართულ მხარეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა სწორედ ემსახურება იმას, რომ ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ეხება რიგითი ნომრის მინიჭებას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი პოლიტიკური პარტიები შემდეგი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 41; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 5; „ევროპული საქართველო“- 2 ; „პატრიოტთა ალიანსი“- 8; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“-1; „ლელო საქართველოსთვის“- 9 ; „გირჩი“-36; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 7; „ევროპელი დემოკრატები“ – 6 ; „ლეიბორისტული პარტია“- 10; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4; „რესპუბლიკური პარტია“ -11; „კანონი და სამართალი“-12; „პროგრესი და თავისუფლება“ – 21.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)