|
2021-07-07 17:05:17, 923 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და სულისკვეთებით
„როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უდავოა, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე. მისივე თქმით, ეს არის წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიის ნაწილი კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის მიმართ, რაც ხორციელდებოდა ძალადობით. „ეს ძალადობა იყო მორალური, პროპაგანდისტული, პიარ კამპანიის გაწერილი გეგმებით. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ხოლმე არჩევნებში ის ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით უპირისპირდებიან ქართულ ეკლესიას. მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველგან ყველაფერი კარგად არის, ნებისმიერი თემა უნდა გავხსნათ სამსჯელოდ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელზეც უკამათოდ, უდავოდ უნდა შევჯერდეთ. ის, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე, უდავო უნდა იყოს. არსებობს რაღაც ღირებულებები, რაც არ გადაიხედება, ისევე, როგორც არ გადაიხედება საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენს მიერ შეტანილი უიშვიათესი დათქმა, რომ ქართული სახელმწიფოს არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ოღონდ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდენტობის გვერდზე გაწევის ხარჯზე, არამედ ქართული ტრადიციული ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გამყარების ხარჯზე უნდა მოხდეს. როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე. თუმცა, ერთი მხრივ ძალადობა და პროვოკაციები, მორალური, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული ძალადობაც კი არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს არანაირ ძალადობას მითუმეტეს, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას, მედიასაშუალებების მიმართ ძალადობას და ა.შ.“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)