19:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 12:16:13, 558 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში თესავდნენ ძალადობას

ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიო განცხადებები. არ ვიცი ამაზე მკაფიო და მძაფრი განცხადება როგორ შეიძლება გაკეთდეს. ძალადობის მიმართ ჩვენი პოზიცია რჩება ასეთივე მკაფიო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობასა და აგრესიაზე საუბრობენ ის ძალები, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში თესავენ აგრესიას და იდეოლოგიურ ძალადობას ქვეყანაში.

„ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ბუნებრივია ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics