|
2021-07-07 11:16:07, 1026 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, 2012 წლიდან ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. „როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით, ქალბატონი მინისტრი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი. მინდა, ვთხოვო, ქალბატონ ეკას, წარმოადგინოს დღევანდელი პრეზენტაცია, დეტალურად ვისაუბროთ, თუ როგორ გვესახება ჩვენ, მთავრობას ამ სისტემის განვითარება ზოგადად. რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, მოგმართოთ თხოვნით, ამ პროცესში აქტიური ჩართულობა გამოიჩინოთ. ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე თვე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)