22:31 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 13:25:52, 921 ნახვა

კომენტარი
კახა კუჭავა - სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?

ის, რაც გუშინ ვიხილეთ იყო სამარცხვინო, რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუშინდელ ქმედებებს გამართლება არ აქვს და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა.

„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ეს იყო სამარცხვინო, ის რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება, ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს, არანაირი „მაგრამ“. არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად ქვეყანას  გვაერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. რაც გუშინ ვიხილეთ  რელიგიის სახელით განხორცილებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია ან ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?!

განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს არავის საშუალება რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვილის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი დაზარალდა, არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას და მკაცრი რეაგირება, უნდა დაისაჯოს ყველა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, რომლის შედეგად დაშავდა მედიის 55-მდე წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 11 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics