19:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 13:03:52, 1963 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ფოიეში გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს. საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის განახლებული ფოიეც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

სიმბოლურად, ამ დღეს ბიუსტის გახსნა გენერლის ერთ-ერთ წარმატებულ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა. 1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მისივე ავტორობით შექმნილი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში შარშან სექტემბერში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის დროს, მისი ინიციატივით განთავსდა.

გენერალური შტაბის განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics