|
2021-07-01 14:36:10, 819 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ნადარეიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი იქნება გარდამტეხი პანდემიური ეკონომიკური კრიზისის გადალახვის თვალსაზრისით
„ისეთი ღონისძიება, როგორიც არის ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს იმ ეკონომიკური დოვლათისთვის, რომელსაც ქმნის, სამუშაო ადგილებისთვის, გადასახადებისთვის და ზოგადად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კონტრიბუციისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „ჯორჯიან თაიმსის" XXI ბიზნესრეიტინგის საზეიმო დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, ასეთი ღონისძიება, ერთი მხრივ, იძლევა საშუალებას, გამოვავლინოთ საუკეთესო კომპანიები ქართულ ბიზნესში, ხოლო მეორე მხრივ, ახალ, დამწყებ, პერსპექტიულ კომპანიებს აძლევს სტიმულს, რომ სწრაფად განვითარდნენ და დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი ბიზნესგარემოში. „როდესაც ვსაუბრობთ კომპანიების 2020 წლის საქმიანობის შეფასება-დაჯილდოებაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ურთულესი წელი არამხოლოდ ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, არამედ გლობალურად, ბევრი მიმართულებით, თუმცა, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი ვიმუშავეთ 2020 წლის განმავლობაში და დღესაც, საქართველოს მთავრობა და ბიზნესი ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის შედეგები რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშნები უკვე არის, პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ 2021 წელი იქნება გარდამტეხი პანდემიური ეკონომიკური კრიზისის გადალახვის თვალსაზრისით. „ჯორჯიან თაიმსის" ბიზნესრეიტინგის ტრადიციული, ყოველწლიური საზეიმო დაჯილდოება, რომელიც ქვეყანაში ოცდამეერთედ ჩატარდა, წლის საუკეთესო კომპანიებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ავლენს, მათ შორისაა მეწარმეთა ინტერესების დაცვა, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, ინოვაციური პროექტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)